Wednesday, August 10, 2011

ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

1. პროექტის სახელწოდება:ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
2. პროექტის მოკლე აღწერა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი წლის ტრადიციების შესწავლა–გაანალიზება.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ქმნიან მუშა–ჯგუფებს,ინაწილებენ ფუნქციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით,რათა ძირფესვიანად შეისწავლონ სხვადასხვა ხალხების საახალწლო ტრადიციები.გაეცნონ პრესას,მოიძიონ ინტერნეტში საჭირო მასალები,შექმნან ფოტო და აუდიო მასალები.
ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები ,სხვადასხვა ეპოქაში,სხვადასხვა დროს ხვდებოდნენ. ,,მოქცევაი ქართლისაი“ მოგვითხრობს,რომ ახალი წელი საქართველოში წმინდა ნინოს მიერ არმაზის კერპის დამსხვრევას უკავშირდება.
ბიზანტიაში კონსტანტინე დიდის მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად  ახალი წლის ათვლა 680 წლის პირველი ენკენისთვიდან დაუწყიათ.
IX  საუკუნიდან  ქრისტიანულ ქვეყნებში წლის  დასაწყისად პირველი  იანვარი დაწესდა.
ახალი წელი ავსტრალიაში პირველი იანვრიდან იწყება, ჩინეთში 4697 წელი თებერვალში დადგება,ინდოეთში–22 მარტს,ნეპალში–13 აპრილს,ებრაელები–15 სექტემბერს.ხოლო იაპონიაში,კორეაში,ევროპაში და საქართველოში ახალი წელი 1იანვარს გათენდება.
ახალი წელი თავისი რიტუალებით  განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყნებში.ზოგან სანტა კლაუსი საცურაო კოსტუმში გამოწყობილი არიგებს საჩუქრებს;იტალიელები სახლის ფანჯრიდან ძველ ნივთებს ყრიან; ესპანეთში ეროტიკული კულტის ნიშნებს ატარებს; მადრიდში წყვილებს აერთებენ ;ბელგიაში და ნიდერლანდებში გავრცელებულია ,,პირველი დღის მაგია“ და ა.შ.
მოსწავლეები იკვლევენ და წარმოადგენენ მოპოვებულ მასალას ,დარწმუნდებიან, რომ ყველა ქვეყანას თავისი ხიბლი,რიტუალთა სხვადასხვაობა გააჩნია ,რაც გაუღვივებს ინტერესს.
4. მონაწილეთა ასაკი:14–17წ.
5. ვადები, ხანგრძლივობა: 3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით ინფორმაციის მოძიება–კვლევა;სლაიდების შექმნა;თეატრალური წარმოდგენებისა და დისკუსიების მოწყობა;პრეზენტაციის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოძიებული მასალებით ვიდეო ბლოგის შექმნა, ფოტო ალბომის შექმნა, გამოფენის მოწყობა.

8. სარგებელი  სხვებისათვის: გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციებს,შეადარებენ ერთმანეთს,გააკეთებენ დასკვნას.
9. სამუშაო ენა ქართული  
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია–მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ისტორიას, კულტურას,ზნე–ჩვეულებებს ,ეპოქალურ ცვლილებებს .
გეოგრაფია–რუკის მეშვეობით იმოგზაურებენ სხვადასხვა ქვეყნებში,გაარკვევენ გეოგრაფიულ მდებარეობას,კლიმატს .
ქართული ლიტერატურა–გაეცნობიან ახალ წელთან დაკავშირებულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ,მსოფლიოს ხალხთა ლიტერატურიდან.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 
12. პროექტის ავტორის სახელი: ნანა კალანდაძე
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა:nanaocxaneli@gmail.com 
14. პროექტის ფორუმი: 
15. პროექტის ვებ-გვერდი:

Monday, August 8, 2011


ბილიკი


საცალფეხო ბილიკივითაა სულისკენ სავალი გზა,რომელსაც უფალთან მივყავართ!